ზესტაფონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებუ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე- 2 სვირის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი- ინგა ხეცაძე კონკურს "მწვანე ჯილდო 2025" - ის გამარჯვებულია
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, პედაგოგებს კუთვნილი პრიზები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გადასცეს.
ღონისძიებაზე გამოვლინდა 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. ამასთან, გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ.
კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 200-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო. გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა, რომელიც შედგებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების “CENN” და “ეკოხედვა” წარმომადგენლებისგან.
კონკურსი „მწვანე ჯილდო“, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ინიციატივით, 2018 წლიდან ტარდება. თავდაპირველად კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლების წახალისებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა. 2022 წლიდან კი, მას დაემატა სასკოლო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ინტეგრაციას.