ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მე- 2 სვირის აკაკი..
2025-06-25
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებუ..
2025-06-25
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშ..
2025-06-23
ზესტაფონის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია „შევარდენის“ კონცერტს დაესწრნენ.
კონცერტი ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ორსაათიან საკონცერტო პროგრამაზე წარმოდგენილი იყო ძველი და ახალი თაობის ქორეოგრაფიულ ნომრები.
ქორეოგრაფიული სტუდია, რომელიც ქალაქის მე- 5 სკოლის ბაზაზე შეიქმნა, საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის მონაწილე და გამარჯვებულია. ანსამბლის ხელმძღვანელებს, ბორის დადუნაშვილს და ნანა ღიბრაძეს ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინიჭებული აქვთ დამსახურებული პედაგოგ - ქორეოგრაფების საპატიო წოდება.