2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლები..
2025-04-02
ქალაქ ზესტაფონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ..
2025-04-01
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში..
2025-03-28
მაისის აღსანიშნავად ზესტაფონის მერიამ ფოტოგამოფენა - კონკურსი "ჩემი სამშობლო აქ არის" გამართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტში ფოტოგამოფენა გაიმართა ვახტანგ ფხაკაძის სახელობის სკვერში. გამოფენაში მონაწილეობას 14 დან - 29 წლის ასაკის ახალგაზრდა ფოტომოყვარულები იღებდნენ. გამოფენაზე 77 მონაწილის 120 ფოტო იყო წარმოდგენილი.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ფოტოგამოფენის პირველი სამეული ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი - თათა გლუნჩაძე
მეორე ადგილი - საბა გაჩეჩილაძე
მესამე ადგილი - ნინო ნებიერიძე
ჟიურის სიმპატია:
ნათია კაციტაძე
ანა ვარდოსანიძე
დავით შველიძე
გამარჯვებული ნამუშევრის ავტორებს ფულადი ჯილდო და სიგელები ზესტაფონის მერის მოადგილეებმა - გიორგი ჯუღელმა, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მოადგილე, გიორგი კაკოიშვვილმა გადასცეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები, ფოტოგამოფენის ყველა მონაწილეს გადაეცა