2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლები..
2025-04-02
ქალაქ ზესტაფონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ..
2025-04-01
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში..
2025-03-28
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ფონდში დაცული ნახატების გამოფენა მოეწყო
ზესტაფონობის საიუბილეო დღეების ფარგლებში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ფონდში დაცული ნახატები გამოიფინა.
ექსპოზიციაზე ცნობილი ზესტაფონელი მხატვრების -
კობა გურულის, იორამ მამალაძის,იური ქლიბაძის, შალვა ცხადაძის, საურმაგ ღამბაშიძის, სერგო ჩახოიანცის და
ჯემალ კახნიაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომელიც 1987 წლიდან არის დაცული ფონდში.
გამოფენის გახსნას ესწრებოდა ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი. მერმა მუზეუმის თანამშრომლებს "ზესტაფონქალაქობის" დღესასწაული მიულოცა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება