ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
ძვირფასო ზესტაფონელებო..
ზესტაფონში ახალი მეტალურგიული ქარხანა გაიხსნა
სამშენებლო არმატურის მწარმოებელი ქარხნის გახსნის ცერემონიას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ლევან ზალკალიანი დაესწრო.
„ჯეორჯია მეტალის“ ახალი ქარხნის ამოქმედება ადგილობრივ მაცხოვრებლებს სტაბილური სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს. ამჟამად საწარმოში 350 ადამიანია დასაქმებული.
გარდა ახალი არმატურის მწარმოებელი ქარხნისა, საწარმო ახლო მომავალში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ფოლადსანდნობი საამქროს აშენებას გეგმავს, რაც დამატებით 600 სამუშაო ადგილს შექმნის და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში დასაქმების მაჩვენებელს. ახალ საამქროში წლიურად 450,000 ტონა კვადრატული ნამზადის წარმოება იგეგმება.
„ჯორჯია მეტალი“ მიზნად ისახავს რეგიონში მეტალურგიული წარმოების ახალი სტანდარტის დამკვიდრებას. სპეციალისტების თქმით, ახალი ქარხნის ამოქმედება რეგიონს ეკონომიკური ზრდის ახალ პერსპექტივებს უხსნის.