ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
ძვირფასო ზესტაფონელებო..
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის - მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის - მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა
ქართველი ჯარისკაცის სახელობის მემორიალთან, რომელიც სოფელ მარტოთუბანში მდებარეობს, ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ. ყვავილებით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
მდინარი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ქართველი სერჟანტი, 2017 წლის 3 აგვისტოს ,ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
2019 წელს, მის მშობლიურ სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა, აიგო საფეხბურთო მოედანიც, რომელიც გმირის სახელს ატარებს.