ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 
ზესტაფონის მერის - მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაბა შორაპანში, აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ზაზა ფერაძე 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომში სნაიპერის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როდესაც დაჭრილი მეომრების გადასარჩენად მიბრუნდა ფრონტის ხაზზე.
ზაზა ფერაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე - 3 ხარისხის ორდენით.