ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
ძვირფასო ზესტაფონელებო..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა. მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 36 ღვაწლმოსილი მასწავლებელი დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი მონაწილეობდა.
ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით იმართება მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში. დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.