ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
ძვირფასო ზესტაფონელებო..
ზესტაფონის სპორტის სასახლე სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ფარიკაობაში
სპორტულ ღონისძიებაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სპორტსმენებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ზესტაფონის სახელით ტურნირზე 18 მოფარიკვე ასპარეზობს.
ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ბაზაძე, ვიცე პრეზიდენტი, ზაზა მჭედლიძე, გენერალური მდივანი, ნინო ჯერენაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძე და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები ესწრებოდნენ.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას ორთაბრძოლები რაპირით, ხმლით და დაშნით მოფარიკავეთა შორის გაიმართება. გამარჯვებულებს მედლები, თასი და სიგელები გადაეცემათ.
ზესტაფონში, ფარიკაობის სკოლის დამაარსებლის, სიმონ საყვარელიძის სახელობის ტურნირი 2012 წლისდან იმართება და ის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ემსახურება