ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
ძვირფასო ზესტაფონელებო..
ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირზე ზესტაფონელმა მოფარიკავეებმა ორი პირველი ადგილი დაიკავეს
სიმონ საყვარელიძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში. სპორტულ ღონისძიებაში 150 მოფარიკავე ასპარეზობდა, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, ყაზახეთიდან, ფინეთიდან და საბერძნეთიდან.
ზესტაფონის სახელით მოასპარეზე 18 მოფარიკავეს შორის ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი
ნინო ცერცვაძე ( რაპირა)
თემურ კიკნაველიძე (ხმალი)
მეორე ადგილი
დემეტრე დალაქიშვილი ( ხმალი)
ელენე ჯუღელი ( ხმალი)
მესამე ადგილი
დავით ქურციკიძე ( ხმალი)
ნინო კიკნაველიძე (ხმალი)
ელენე ეჯიბაძე ( რაპირა)
ტურნირის გახსნას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები ესწრებოდნენ.