ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
ძვირფასო ზესტაფონელებო..
2025-12-31
ზესტაფონის მერიამ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შროშის კერამიკულ სახელოსნოში შემეცნებითი ტური მოუწყო.
მოსწავლეებმა მასტერკლასი იმერული თიხის ოსტატ გელა კოპაძესთან გაიარეს, რომელიც 30 წელზე მეტია, თიხისგან საყოფაცხოვრებო და მხატვრული კერემიკის ნაკეთობებს ამზადებს.
მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის ფარგლებში, შროშის კერამიკულ სახელოსნოში შემეცნებითი ტურები პერიოდულად ეწყობა. ღონისძიებაში როგორც ქალაქის, ასევე სოფლების საჯარო სკოლებიც არიან ჩართული. პროექტის მიზანია, ახალგაზრდები გაეცნონ ხალხური რეწვის ტრადიციებს.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩუქრად კერამიკული ნაკეთობები მიიღეს.