ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

პრე აქსელერაციის პროგრამა იწყება

     მათთვის, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, ან სურს ინოვაციური სტარტაპის შექმნა, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებასა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, ზესტაფონში იდეების გენერირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რაც ადგილობრივ მეწარმეებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება ბიზნეს იდეების გენერირებასა და მათი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში.
თუ გსურს, შექმნა ინოვაციური სტარტაპი, ამისთვის საჭიროა:
დარეგისტრირდე იდეათონზე;
   დაესწრო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორდღიან ვორქშოპებს;
    მოიპოვო შესაძლებლობა, გაიარო ორკვირიანი პრე-აქსელერაცია და მონაწილეობა მიიღო 25 000-ლარიან საგრანტო კონკურსში.
იდეათონის გამორჩეული იდეების ავტორები კონკურსის გარეშე მოიპოვებენ ადგილს იმერეთის პრე-აქსელერაციის პროგრამაში!
პრე-აქსელერატორი დაგეხმარებათ, განავითაროთ ინოვაციური იდეები, დასახოთ სტარტაპ იდეის, ან პროდუქტის განხორციელების სტრატეგია და მოემზადოთ 25 000-ლარიანი რეგიონული საგრანტო კონკურსისთვის.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:
   დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, სტუდენტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს 15 წლის ასაკიდან.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართება:
30 ნოემბერი - 10 : 00 - 15 : 30 სთ;
1 დეკემბერი - 11:00 სთ - 16:00 სთ;
მის: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი (წერეთლის ქ. #11)
სარეგისტრაციო ბმული;