ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა Pascal STEAM Community-ის პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.



ღონისძიება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ჰაბში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში, 35 მოსწავლეს ჰქონდა შესაძლებლობა ეტაპობრივად აეთვისებინა რობოტიკის, ელექტრონიკის, პროგრამირებისა და 3D მოდელირების საფუძვლები.

სასწავლო პროცესი ეფუძნებოდა თანამედროვე STEAM მიდგომებს და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა, დამოუკიდებლად შეექმნათ პროექტები, განევითარებინათ ლოგიკური აზროვნება, ტექნიკური უნარები და გუნდური მუშაობის კულტურა.

ზესტაფონის მერმა Pascal Steam Community-ის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა სასწავლო პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. პროექტის ფარგლებში, სასწავლო კურსი, მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა.