ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში, ცენტრალურ მოედანზე წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა



საახალწლო ღონისძიებები საშობაო ბაზრობას, საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს აერთიანებდა.

საახალწლო კონცერტის მიმდინარეობისას, ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ საზეიმოდ აანთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

საახალწლო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა, სადაც პოპულარული ქართველი შემსრულებლები
ეკა კახიანი; ნინი ბადურაშვილი; თაკო გაჩეჩილაძე; ქრისტინე იმედაძე; სოფო ხალვაში; კახა კუხიანიძე; ჯორჯიან სიქს და გუფილენდი მონაწილეობდნენ.

"ახალი წლის დღეები" მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით იმართება.