ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში საახალწლო ამანათების გაცემა დაიწყო



სადღესასწაულო, სასაჩუქრე ნაკრები ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, მარტოხელა მოხუცებს და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახის წევრებს გადასცა და დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაულები მიულოცა. საჩუქრები გადაეცა, სათნოების სახლ "კათარზის" და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონს".

ამანათების დარიგების პროცესში, მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე, ირმა გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"ეს არის დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ამავდროულად გვახსენებს, რომ ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც ზრუნვა, ყურადღება და ჩვენი მხარდაჭერა ჭირდებათ", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ

ზესტაფონის მერიის საახალწლო ამანათს 1000 - ზე მეტი ოჯახი მიიღებს