ზესტაფონში, გრიშაშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაცი..
2026-07-28
ზესტაფონში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სავარ..
2026-07-24
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთში ს..
2026-07-23
ზესტაფონობის საიუბილეო კვირეული ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონზე საზეიმოდ დაიხურა
"ზესტაფონქალაქობის" დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ცხრაწყაროს თეატრონზე, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების საკონცერტო პროგრამით დაიხურა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების ( ტაურაგე, ტჩევი) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საიუბილეო დღეების ფარგლებში სტუმრობენ ქალაქს.
ქალაქის საიუბილეო კვირეული 22 სექტემბერს გაიხსნა. სადღესასწაულო ღონისძიებები შემეცნებით, კულტურულ, მხატვრულ, მუსიკალურ, სპორტულ და გასართობ აქტივობებს აერთიანებდა.