ზესტაფონში, გრიშაშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაცი..
2026-07-28
ზესტაფონში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სავარ..
2026-07-24
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთში ს..
2026-07-23
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობისათვის სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების დარიგება გრძელდება
პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელონით მოქმედი საკორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად პროდუქტების დარიგებას ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. პროცესში ჩართულია თავდაცვის ძალებიც.
შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში პროდუქტების დარიგებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი იღებდა. სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები შროშის ადმინისტრაციულ ერთეულთან ერთად დარიგდა საზანოს, პირველი სვირის და ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.