ზესტაფონში, გრიშაშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაცი..
2026-07-28
ზესტაფონში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სავარ..
2026-07-24
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთში ს..
2026-07-23
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, ზესტაფონის სპორტის სასახლეში, ქართული ჭიდაობის ტურნირი იმართება.
ჩემპიონატის გახსნას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ხუბულური, ვიცე-პრეზიდენტები გიორგი გაჩეჩილაძე და ალექსი დავითაშვილი დაესწრნენ.
ჩემპიონატი ზესტაფონში წელს პირველად ტარდება და მასში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტურნირი 5 წონით კატეგორიაში იმართება, ზესტაფონის სახელით კი, 15 მოჭიდავე ასპარეზობს.
ტურნირი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებული მონაწილეები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.