ზესტაფონში, გრიშაშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაცი..
2026-07-28
ზესტაფონში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სავარ..
2026-07-24
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთში ს..
2026-07-23
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულიად განახლდება შენობის სახურავი. პროექტის ღირებულება 79 227 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები გივი ჯაოშვილის სახელობის მუზეუმში ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა- ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1987 წელს გაიხსნა. მუზეუმში 7000 ექსპონატია დაცული. ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა. ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები. მე - 12 საუკუნის ჯაჭვის პერანგი. შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები. XIX საუკუნის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალა.