ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე მშობლიურ სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო.
მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს, მერმა სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
მეთორმეტეკლასელთა ბოლო ზარის ღონისძიებებს ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე ზაზა ხვედელიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შროშის და წევის საჯარო სკოლებშიც დაესწრო.
"მოხარული ვარ, რომ ბოლო ზარის ღონისძიებას ჩემს მშობლიურ სკოლაში დავესწარი. მთელი გულით ვულოცავ ყველა მეთორმეტეკლასელს სკოლის დამთავრებას. მათ წინ ახალი და საინტერესო გზა ელით, ახალი გამოცდილებებითა და ურთიერთობებით და მინდა, წარმატებები ვუსურვო", - აღნიშნა მერმა.