ზესტაფონში, გრიშაშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაცი..
2026-07-28
ზესტაფონში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სავარ..
2026-07-24
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთში ს..
2026-07-23
ზესტაფონში მდინარე აჯამურაზე არსებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ხიდის მშენებლობის სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, ზესტაფონის მერთან ვახტანგ ღამბაშიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან ერთად გაეცნო.
43 მეტრიანი საავტომობილო ხიდი ერთმანეთან ქალაქის ორ უბანს დააკავშირებს. ახალი ხიდის სიგანე 9,5 მეტრია. ფეხით სავალი ნაწილი 2 მეტრს შეადგენს.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება ხიდის იერსახე, საყრდენი სვეტები, სავალი ნაწილი როგორც ავტოტრანსპორტით მოსარგებლეთათვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც. დამონტაჟდება განათების სისტემა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ხიდის რეაბილიტაცია 864 000 ლარით არის დაფინანსებული.