ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
ახალი სპორტული სივრცეები სოფელ ზოვრეთსა და ზაქარიაძის ქუჩაზე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 - მდე მინი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა - რეაბილიტაციას ახორციელებს.
ახალი სპორტული სივრცეები სოფელ ზოვრეთსა და ზაქარიაძის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, სოფლის დეპუტატ ელგუჯა კვეტენაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება", აღნიშნა მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ