ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში საუბნო გზის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 155 584 ლარს შეადგენს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ სოფელს ჰქონდეს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას" , - აღნიშნა მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ.