ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა



პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

დასრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, ზესტაფონის მერთან ვახტანგ ღამბაშიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

120 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო დაწესებულება სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია.
ასევე, გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნის და ეზოს მოწყობა.